ჟურნალისტები საფრთხის ქვეშ: ლექსო ლაშქარავა მსოფლიოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის აგვისტოს სიის ათეულში მოხვდა.
ყოველთვიურად კოალიცია ”ერთიანი თავისუფალი პრესისთვის” (CPJ) ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე. აგვისტოს სიაში მოხვდა ბოლოდროინდელი შემთხვევები, როცა ფოტოგრაფები, ვიდეოჟურნალისტები და რეჟისორები მათი საქმიანობის გამო გახდნენ სამიზნეები. დოიჩე ველეს მიერ გამოქვეყნებულ სიაში 5 ივლისს თბილისის ცენტრში ულტრამემარჯვენეთა მიერ ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც მოხვდა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.
გთავაზობთ დოიჩე ველეს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სრულად:
ფოტოჟურნალისტების პრობლემები უნიკალურია, რადგან მათი მუშაობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მოქმედების ადგილთან ძალიან ახლოს, უშუალო შემხებლობაში მუშაობენ.
2018 წლის ფოტოჟურნალისტების გლობალურ გამოკითხვაში რესპოდენტების 90–მა პროცენტმა ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს უთხრა, რომ მათ მომეტებული რისკის პირობებში უწევდათ მუშაობა და მათგან ნახევარს ერთხელ მაინც მიუღია ტრავმა მუშაობისას. 2020 წელს კომიტეტის მიერ შეგროვილი დოკუმენტების მიხედვით ციხეში 20 ფოტოჟურნალისტი იმყოფებოდა. 1992 წლიდან მთელ მსოფლიოში 366 ფოტოგრაფი, ოპერატორი და დოკუმენტალისტი იქნა მოკლული მუშაობისას.
1. ანტონ ჰამერლი – ლიბია
ჰამერლი სამხრეთაფრიკული და ავსტრიული წარმოშობის ფოტოგრაფი, 2011 წელს ლიბიის სამთავრობო ჯარებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ის ფრილანსერად მუშაობდა და კონფლიქტის მოწინავე პოზიციებს აშუქებდა. ათი წლის შემდეგაც კი მისი ცხედარი ოჯახისთვის არ გადაუციათ და მისი მკვლელობის ოფიციალური გამოძიება არ მომხდარა. კამპანია “სამართლიანობა ანტონისთვის“ დღემდე იბრძვის მისი მკვლელობის გამოძიებისთვის.
2. ოლივიე დიუბუა – მალი
აპრილში ფრანგი ჟურნალისტი და რეჟისორი ოლივიე დიუბუა ალ–ქაიდასთან დაკავშირებულმა დაჯგუფებამ გაიტაცა მალის რეგიონ, გაოში. მიზეზი კი ჟურნალისტის საქმიანობა გახდა, ოლივიე დიუბუა ცდილობდა დაჯგუფების ადგილობრივ ლიდერთან ინტერვიუ აეღო. რამდენიმე თვეა ის კვლავ მათ ტყვეობაში იმყოფება.
3. ალექსანდრე ლაშქარავა – საქართველო
”ტვ პირველის” ოპერატორი თბილისში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ლგბტქ–ს წინააღმდეგ გამართული აქციაზე მუშაობის პროცესში ტვინის შერყევა მიიღო და სახის ძვლები ჩაუმსხვრიეს, ასევე ოპერაცია გაუკეთდა დედაქალაქში ლგბტქ–ს წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეთა თავდასხმის შედეგად. პოლიციამ მისი სიკვდილის ფაქტზე საქმე აღძრა.
4. დანიშ სიდიქი – ავღანეთი
როიტერის ფოტოკორესპონდენი, რომელმაც 2018 წელს როჰინჯას დევნილების კრიზისის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამო პულიცერის პრემია მიიღო, ივლისში ავღანეთის უსაფრთხოების ძალების და თალიბანის ბოევიკების შეტაკების გაშუქებისას მოკლეს. 1992 წლიდან ავღანეთში 53 ჟურნალისტია მოკლული.
5. ქარამან შუქრი – ერაყი
მისი დედის თქმით, 24 ივნისს ერაყელ ქურთ ფოტოჟურნალისტს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს გასაიდუმლოებულ სასამართლო სხდომაზე. მას ადვოკატიც კი არ ჰყოლია. მის ოჯახს აპელაციის იმედი აქვს. სასამართლოს დროს შუქრის არ უთქვამს, რა კანონდარღვევისთვის სცნეს ის დამნაშავედ.
6. ალექს სილვეირა – ბრაზილია
2000 წელს ბრაზილიელი ფოტოკორესპონდენტი ალექს სილვეირა რეზინის ტყვიით დაიჭრა თვალში, როცა სან პაულუში პროტესტს აშუქებდა. ის მარცხენა თვალით დაბრმავდა. მას შემდეგ სამართლიანობისთვის იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, ის კვლავ საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.
7.საიედ აბდ ელაჰი – ეგვიპტე
ფრილანსერი ფოტოგრაფი და კომენტატორი იმ რამდენიმე ჟურნალისტს შორის არის, რომლებიც ეგვიტეში 2019 წელს დააკავეს და ახლა სასამართლო განხილვას ელოდებიან საქმეზე, რომლის ფარგლებში ათასობით ადამიანს დეზინფორმაციის გავრცელება და ანტისახელმწიფოებრივი დანაშაული ედება ბრალად. მისი წინასწარი პატიმრობა ამ წლების მანძილზე არაერთხელ გაგრძელდა.
8.ნუშინ ჯაფარი – ირანი
კინოსა და თეატრის ფოტოგრაფი, რომელიც რამდენიმე ირანული ჟურნალისთვის კულტურას აშუქებდა 2019 წელს დააკავეს ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტების გამო. ამ წელს დაიწყო მან ოთხწლიანი საპატიმრო სასჯელის მოხდა “ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გავრცელებისა“ და “სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის“.
9.ბიულენტ კილიჩი – თურქეთი
28 ივლისს თურქეთში, სტამბოლში პოლიციელებმა AFP–ს მთავარი ფოტოგრაფი დააკავეს, როცა ის პოლიციის მიერ ლგბტ პრაიდის დარბევას აშუქებდა. ოფიცრებმა მას სახეში ფოტოაპარატი ჩაარტყეს და მიწაზე დააგდეს, შემდეგ კი მუხლი კისერზე და ზურგზე მიაბჯინეს ისე, რომ ის ძლივს სუნთქავდა.
10. მაგნიფისენტ მნდებელი და კაველილე მბუისა – ესვატინი (სვაზილენდი)
ივლისში მას შემდეგ, რაც პოლიციის მიერ დახოცილი ხალხის დაკრძალვა გააშუქეს, ჯარისკაცებმა სამხრეთ აფრიკული ვებ სააგენტოს, New Frame–ის რეპორტიორები დააკავეს. ჯარისკაცები მათ იარაღის გამოყენებით ემუქრებოდნენ და მოითხოვდნენ, კამერიდან ჩანაწერი წაეშალათ. ისინი პოლიციის განყოფილებაშ გადაიყვანეს, სადაც დაკითხვასთან ერთად ფიზიკურად ძალადობდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში, სანამ გაათავისუფლებდნენ.