ლვოვთან, რუსულმა ძალებმა, სარკინიგზო ქვესადგურები დაბომბეს – ინფორმაციას ამის შესახებ, CNN უკრაინის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცლებს. სარაკეტო იერიშის შედეგად, ლვოვის მიმდებარედ რამდენიმე მატარებელი გაჩერდა.
“ლვოვის შესასვლელთან მატარებლების მოძრაობა დროებით შეფერხებულია. მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება” – აცხადებს უკრაინის რკინიგზა.
ლვოვის მერის განცხადებით, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება და მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს.