რუსულმა სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ ლვოვის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს რის შედეგადაც პირველადი მონაცემებით 5 ადამიანი დაშავდა.
ლვოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაკსიმ კოზიცკის თქმით, ქალაქში სამი ძლიერი აფეთქება მოხდა ის მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს რომ შესაძლოა, თავდასხმა კიდევ განმეორდეს.
„ახლა რისი თქმაც ჩემიძლია ესაა: ლვოვში 2 რაკეტა აფეთქდა. ინფორმაცია რომ საცხოვრებელ შენობებს ან სხვა ინფრასტრუქტურას ზიანი მიადგა არ დატურდება. პირველადი მონაცემებით 5 ადამიანი დაშავდა. დაბომბვის საშიშროება ისევ არსებობს“ – განაცხადა მაქსიმ კოზიცკიმ.