ლიბანიდან ისრაელს რაკეტები ესროლეს, ისრაელმა ჭურვებით უპასუხა

ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე ოთხი რაკეტა ისროლეს. ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ერთი რაკეტა გაანეიტრალეს, ერთი ჭურვი ღია ადგილზე ჩავარდა, ორი კი – ზღვაში. განგაშის სირენები ჩართულია როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ისრაელში. ისრაელმა კი ლიბანიდან შეტევას, 22-მდე ჭურვით უპასუხა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტა, რომელიც ლიბანიდან ისროლეს, დიდი ალბათობით, იმ პალესტინელებმა გაუშვეს, რომლებიც სოლიდარულები არიან ჰამასის და ღაზაში ისლამური ჯიჰადის მიმართ. ასევე აცხადებენ, რომ ლიბანში, ჰეზბოლას ნებართვის გარეშე არაფერი ხდება.