ირაკლი ღარიბაშვილმა დასავლეთიდან პირველი ღია წერილი მიიღო: ერთ ერთი ევროპული პარტია ალდე -ს, იგივე დემოკარატებისა და ლიბერალების ალიანსის პრეზიდენტი, ამავე დროს ევროპის ლიბერალური ინტერნაციონალის პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფელბას უარი თქვას ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრებაზე და მოამზადოს მოლაპარაკებები რიგგარეშე არჩევნებისთვის.
“პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა გასულ პარასკევს ნათელი დადასტურებაა, რომ პოსტ საარჩევნო კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტა საქართველოში ახლა უფრო სასწრაფოა, ვიდრე ოდესმე. შემდგომი ნაბიჯები მოითხოვს შეთანხმებას და პოლიტიკური ჩიხის დასრულებას და არა სადამსჯელო ქმედებებს ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.
მე ვარ ლიბერალი და მე ვარ პრო–ქართველი.
როგორც ლიბერალური ინტერნაციონალის საპატიო პრეზიდენტი და პარტია ლიბერალ–დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის პრეზიდენტი, გარწმუნებთ, რომ ჩვენს კონტინენტს ჭირდება ძლიერი, უფრო დემოკრატიული საქართველო. საქართველო, სადაც განსხვავებული აზრი ისმის და პოლიტიკური განსხვავებულობების გარჩევის ადგილი პარლამენტია და არა სასამართლო, რომელიც ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებით არის დაკავებული.
ახლა უკვე დეესკალაციის და დიალოგის დროა და არა შემდგომი ბრალდებების.
ევროპის ლიბერალური საბჭოს პრეზიდენტის, ჩარლზ მიშელის ვიზიტის წინ, მომავალ კვირას, მოვუწოდებ ქართულ ოცნებას განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და ერთობლივად იმუშაოს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების თარიღის დასადგენად.“–ნათქვამია ღია წერილში.