“ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრებიც კი ილია ჭავჭავაძეს იყენებენ, თითქოს მის იდეოლოგიას მოჰყვებოდნენ. გამონათქვამებს, ილიას გამონათქვამებს საერთოდ არაფერს არ იხსენებენ ხოლმე. […] ბოლო პერიოდში მე ვხედავ მცდელობას, რომ იმ ადამიანზე, რომელიც იყო ჩვენი ისტორიისა და ჩვენი იდენტობის განსაკუთრებული ნაწილი, რომლითაც ამაყობს ქართველი ქალი თუ კაცი, მის გაშარჟებას ცდილობენ, ისეთ კონტექსტში ახსენებენ ხოლმე, თითქოს დადებით კონტექსტში, ისეთი რაღაცების არგუმენტად მოჰყავთ ილიას ფაქტორი, მე მგონია, რომ გაშარჟების მცდელობაა. არ ახსენებენ არასდროს მამული, ენა, სარწმუნოება, იმიტომ, რომ არც მამული აინტერესებთ, არც ენა, არც სარწმუნოება, მითუმეტეს, ებრძვიან ამ ყველაფერს. […] ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრებიც კი, მათ შორის “ფრანკლინის სკოლაში” რომ რაღაც იდეოლოგიას უნერგავენ ახალგაზრდებს თავში, იქაც ილიას ფაქტორად იყენებენ ხოლმე”.

თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ.