ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ფეხბურთი იმიტომაა საინტერესო, რომ ასეთი რაღაცები ხდება. კვარა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, თამაშობს 11 კაცი მინდორზე. მიუხედავად იმისა, რომ კვარა ვერ დაეხმარება ნაკრებს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და გამარჯვება მოვიპოვოთ.

განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ერთა ლიგის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას არდაშვებაზე კომენტირებისას.