ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა 50-ზე მეტ ქართველ მაღალჩინოსანს ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს

ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ დეპუტატებს, მოსამართლეებს, პროკურორებს და სხვა მაღალჩინოსნებს ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს. სანქციების სიაში დამატებით 50-ზე მეტი ადამიანი მოხვდა, მათი ზუსტი ვინაობა ჯერ უცნობია. საუბარია სამოგზაურო შეზღუდვებზე – სანქცირებულებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი წერს:“ლიეტუვამ 74 ქართველი მაღალჩინოსანი დაამატა პირთა სიაში, რომლებსაც ეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისა და საქართველოში რეპრესიებისთვის.ჩვენ მხარს ვუჭერტ ქართველ ხალხს მათ მისწრაფებაში დემოკრატიასა და ევროპული მომავლისკენ”, – წერს ის.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე:“მე დავამატე 16 საქართველოს მოქალაქე ლატვიის პერსონა ნონ გრატას სიაში, აეკრძალებათ მათ ლატვიაში შემოსვლა განუსაზღვრელი ვადით”, – წერს ის.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა:  “მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის თანახმადაც ესტონეთი აწესებს ქვეყანაში შემოსვლაზე შეზღუდვებს 55 ქართველი პროკურორისთვის, მოსამართლისთვის, პოლიციელისთვისვის, დეპუტატისთვის და სხვებისთვის.ევროკავშირი თანმიმდევრულად აჩვენებს ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას დემოკრატიული საქართველოს აღდგენისთვის”, – წერს ის.

  • ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ ქართველი დასანქცირებული მაღალჩინოსნების სია:

მოსამართლეები: ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვილი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კეჟაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ირაკლი დგებურაძე, ეკა ბარბაქაძე

პროკურორები: ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, თამარ იაკობიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჩიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირიძე, ვერა დოლიძე

პოლიციის თანამშრომლები: გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველანი, ზურაბ ჭარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარ ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე

აჭარის პოლიციის უფროსები: გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი

ბათუმის პოლიციის უფროსი: გოჩა ვანაძე

პარლამენტის დეპუტატები: ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია

პრო-რუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრები: კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე