ლიეტუვამ ახალი სანქციები დაუწესა საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფს, რომელშიც მოქმედი მოსამართლეები და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები შედიან. სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ ლიეტუვის ტერიტორიაზე შესვლა.
სიაში მოხვდნენ:
- ნინო გალუსტაშვილი
- ჯვებე ნაჭყებია
- სულხან თამაზაშვილი
- მარიამ ლაშხი
- ნინო წილოსანი
- რაჟდენ კუპრაშვილი
- ვიქტორ მეტრეველი
- ირაკლი შვანგირაძე
- მარი მეშველიანი
- ნათია თათიაშვილი
ეს უკვე მეორე სანქცირების ტალღაა. მანამდე ლიეტუვამ 102 ქართველ მოქალაქეს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, თეა წულუკიანს, კახა კალაძეს და სხვებს დაუწესა მსგავსი შეზღუდვები.