ლიეტუვამ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ყიდვა აუკრძალა – გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა, სამშაბათს მიიღო, ხოლო მოტივად ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკები დასახელდა.
აკრძალვა, რომელიც ძალაში იქნება 2024 წლამდე, არ ვრცელდება იმ რუსებზე, რომლებსაც ქვეყანაში ბინადრობის უფლება აქვთ.
“რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მათი ქვეყნის აგრესიულ სამხედრო მოქმედებებს და არ იღებენ ზომებს მათი ქვეყნის რეჟიმის აგრესიის შესაჩერებლად, ამიტომ ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას”, – განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იურგიტა ნელიუფსიენმა პარლამენტს მარტში კანონპროექტის წარდგენისას.