ლიეტუვა საქართველოს საჩუქრად 15 000 ვაქცინას გადასცემს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრილიუს ლანდსბერგისი ტვიტერზე წერს.
“ლეტუვამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა 200 000 ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ უკრაინით – 100 ათასი ვაქცინა, საქართველო – 15 ათასი ვაქცინა, მოლდოვა – 11 000 ვაქცინა. მცირე ნაბიჯი ლიეტუვისგან. იმედი გვაქვს, ჩვენი პარტნიორები ევროპაში შემოგვიერთდებიან ამ სოლიდარობაში უფრო მეტისთვის”, – წერს ლანდსბერგისი.
As good as our word: ?? govt just confirmed 200.000 vaccines to EaP countries. Starting with ?? – 100k vaccines, ?? – 15k and Moldova ??- 11k. Small step by LTU, hopefully our partners in Europe will join in solidarity with many more!
— Gabrielius Landsbergis (@GLandsbergis) May 14, 2021