ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის თქმით, სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი რუსეთისგან პროვოკაციის ასარიდებლად

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუსაუსკასის თქმით, სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი რუსეთისგან პროვოკაციის ასარიდებლად. ამის შესახებ მინისტრი განცხადებას, Twitter-ზე ავრცელებს.

  • “იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ასევე განხორციელდება ჩვენს საზღვრებთან, (კალინინგრადის რეგიონი), ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან”, – დაწერა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.