ძალადობრივმა და პუტინისტურმა ჯგუფებმა ლიეტუვის საელჩოსთან აქცია გამართეს.
მათ ადგილზე ლგბტ+ და ევროკავშირის დროშები დახიეს, რასაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა. პოლიციამ მამა-შვილი ფალავანდიშვილები დააკავა, რომლებიც აქციის ორგანიზატორები არიან. დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი.
ცნობისთვის, ფალავადნიშვილები რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ოფისთან გამართულ იგივე შინაარსის აქციაზეც დააკავეს, თუმცა ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.