ლიზა ქისტაური გარდაიცვალა – ინფორმაციას ბელგიის პოლიცია ადასტურებს

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა”.- აცხადებს უწყება.