ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებმა სამანქანო გზა გადაკეტეს, ისინი დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და აცხადებენ რომ მათ არც იმის იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება მათ მუშაობის უფლებას 15 თებერვლიდან მისცემს. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათთვის თითოეული სამუშაო დღე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
“გარდა ფინანსებისა, არის საშინელი უსამართლობა. აგერ ხედავთ, როგორ ვაჭრობს სხვა ობიექტი. არავის ვეწინააღმდეგებით, მაგრამ რატომ არ უნდა გავიხსნათ ჩვენ პირველში, როცა ყველა რეგულაცია დაცული გვაქვ”. – თქვა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
მთავრობის გეგმის მიხედვით, ბაზრობების გახსნა სწორედ 15 თებერვლიდან იგეგმება, მოლების გახსნა კი – 1-ლი თებერვლიდან.