„კობახიძე ტყუილში ამხილა თვითონ ვარჰეიმ, რომელიც არის ევროკომისარი და რომელიც მანამდე იყო კობახიძის და “ქართული ოცნების” ერთადერთი მოკავშირე. მასზე ისეთი სისულელე თქვა კობახიძემ, აი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ტელეფონზე გირეკავს ევროკომისარი და გეუბნება – „ხვალ გკლავენ ძმაო“. ასეთ სისულელეს ხომ ვერაფრით წარმოიდგენ. შეიძლება ჩამოხვიდე და ყურში ჩასჩურჩულო. ტელეფონზე რომ ურეკავ, როდესაც ყველაფერი გისმენს და ყველაფერი უნდა შეინახო პროტოკოლით. ასეთ სისულელეს, რა თქმა უნდა, არ ეტყოდა. უბრალოდ, კობახიძეს ეშინია ყველაფრის როგორც ჩანს, საკუთარი ჩრდილისაც და დააყრანტალა მსგავსი სისულელე. ეს უკვე უარყო თვითონ ვარჰეიმ და თქვა, რომ მსგავსი არაფერი არ მითქვამსო. [გრიგოლ] ლილუაშვილმა გუშინ უბრალოდ აბუჩად აიგდო კობახიძე თავის შიშებიანად და სისულელეებიანად. თქვა, რომ ასეთ სისულელეებზე გამოძიებას არ დავიწყებთო. აბუჩად აიგდო იმიტომ, რომ ისეთი სასაცილო გახდა კობახიძე, ხან ირანში ჩადის და კუბოს ურტყამს თავს, თვითონ არ იცის ვისი და რამის, აღა მაჰმად ხანის საფლავიც მოილოცა, ისეთი არეულ-დარეულია. მერე, კაცს [ოლივერ ვარჰეის] ისეთი რაღაც დააბრალა, რომ წარმოუდგენელია უბრალოდ რომ მომხდარიყო. შესაბამისად იმკის იმას, რასაც თესავს”
მის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ.