ლიმანში 5000-მდე რუსი ჯარისკაცია ალყაში მოქცეული – გაიდაი

რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ლიმანის ალყაში აღმოჩნდნენ, უკან დახევის ნებართვა ითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. ამის შესახებ, ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ არხის FreeDom-ის ეთერში განაცხადა.

როგორც გაიდაი აღნიშნავს, ალყაში მოქცეულ რუსებს  მხოლოდ სამი ვარიანტი აქვთ: წავიდნენ გარღვევისკენ, დანებდნენ ან დაიხოცონ. მისი თქმით, დაახლოებით 5 000 რუსი ჯარისკაცია ალყაში მოქცეული.