“ლიფტის შეკეთება-რეაბილიტაციაზე არავის მოუმართავს ” – საკრებულოში ისნის მაჟორიტარო დეპუტატი, კახა ლაბუჩიძე აცხადებს, რომ ვაზისუბანში, სადაც ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი დაიღუპა, შემთხვევა, სავარაუდოდ, ლიფტის გაუმართაობის გამო მოხდა.
„ჩვენ გვაქვს ის ინფორმაცია რაც მოხდა. დიდი ტრაგედიაა, დაიღუპა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ველოდებით გამოძიებას, რომელიც მალე დასრულდება და ზუსტ მიზეზს გვეტყვის. არ ვიცი, ლიფტი მწყობრიდან იყო თუ არა გამოსული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოხდა ლიფტის გაუმართაობის გამო. ის, ინფორმაცია რაც ვრცელდება, რომ თითქოს ლიფტთან დაკავშირებით გამგეობას მიმართეს ადგილობრივებმა და გამგეობის მხრიდან რეაგირება არ იყო, ტყუილია. აქ ოთხი სადარბაზოა და ამ კორპუსიდან არცერთი ლიფტის შეკეთებაზე, რეაბილიტაციაზე მომართვიანობა არ ყოფილა”, – აცხადებს კახა ლაბუჩიძე.
თბილისში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა – ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.