თიულეთში, ლომისობის დღესასწაულზე შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი ეკლესიის ეზოში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მას მაშინვე გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ დაზუსტებული არ არის.