სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ვარაუდობს, რომ ხელისუფლებამ იცოდა იმის შესახებ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების მიღებისთვის და სწორედ ამიტომ გადაიყვანა მიხიელ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში.
“მე რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა ვვარაუდობ, რომ მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე, დროებითი ღონისძიების გამოსაცემად.
იმიტომ, რომ მხარეს როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდა სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მათ რეალურად ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ სასამართლო დაეყრდნობოდა ამ ექსპერტიზის გადაწყვეტილებას”,- თქვა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ 19 ნოემბერს დროებითი ღონისძიება გამოსცა და ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე დაყრდნობით, სახლემწიფოს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა დაავალა.