ლომჯარია აცხადებს, რომ მხოლოდ საწოლფონდსა და სისტემის მზაობაზე საუბარი საკმარისი არ არის

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს და  სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს პასუხი გასცენ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს კოვიდთან ბრძოლის შესახებ რადგან მხოლოდ საწოლფონდსა და სისტემის მზაობაზე საუბარი საკმარისი არ არის

“სახალხო დამცველის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმური კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები”,-  ვკითხულობთ სახალხო დამცველის  ფეისბუქ გვერდზე.