ლომჯარია აცხადებს, რომ სააკაშვილთან მისი წარმომადგენლის არშეშვება ომბუდსმენის მანდატის დარღვევაა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გუშინ, 28 დეკემბერს მომხდარ ინციდენს ეხმაურება, როდესაც ომბუდსმენის წარმომადგენელი და კონსილიუმის წევრები გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. ომბუდსმენი აცხადებს, რომ მისი წარმომადგენლის სააკაშვილთან არშეშევება დამცველის მანდატის დარღვევაა. 

“პირველი შემთხვევაა ჩემი პრაქტიკის  განმავლობაში, როდესაც დაკავებულ პირთან ჩემს წარმომადგენლებს არ მიეცათ შესვლის შესაძლებლობა. ეს წარმოადგენს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას და მანდატის დარღვევას და ჩვენ დაწყებული გვაქვს შესაბამისი პროცედურები. ვიხელმძღვანელებთ ორგანული კანონით და პასუხისმგებელი პირების მიმართ გავატარებთ იმ სანქციებს, რასაც ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა”, – თქვა ლომჯარიამ.