ლონდონში სააქციო ფინანსური კორპორაცია “სისტემა“–ს დამაარსებლის, ვლადიმირ ევტუშენკოვის სახლთან პიკეტი იმართება. რუსი ბიზნესმენი პირადად ბრიტანეთის სანციების ბოლო ტალღაში არ მოხვდა. 2018 წელს მისი სახელი ფიგურირებდა პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენთა ამერიკულ სიაში.
აქტივისტები ამბობენ, რომ ევტუშენკოვი ფლობს კომპანიას, რომელიც რუსეთის არმიას უკრაინაში ომისთვის დრონებით ამარაგებს.