ლორთქიფანიძეზე მშენებლობის ნებართვა კალაძემ გასცა -ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც გუშინ ფერდის ნაწილი ჩამოიშალა, მშენებლობის ნებართვა თბილისის მერმა კახა კალაძემ 27 აპრილს გასცა.
“27 აპრილს, კალაძემ გასცა ნებართვა, რითაც საფრთხე შეუქმნა ათობით ოჯახს და მათ სიცოცხლეს. კორპუსს გამოუთხარეს ძირი და სამუშაოების წარმოებისას ჩამოიშალა, ჩავარდა მიწა, ადამიანებს მშვიდად ძილის საშუალება მოუსპო და რატომ გასცა იცით ასეთი ნებართვა?! იმიტომ, რომ მისი შემომწირველია მშენებელი. წარმოუდგენელია ასე გაგრძელება. გვძარცვავენ, გვანგრევენ, ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენი, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და თავად მილიონებს შოულობენ”, – წერს ხაბეიშვილი.