ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო.

“ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო. უკვე რამდენიმე დასახლებული პუნქტი გათავისუფლებულია რუსული არმიისგან, რუსი ოკუპანტებისგან”, – აცხადებს ჰაიდაი.

ჰაიდაი არ აკონკრეტებს გათავისუფლებულ დასახლებებს. მისი თქმით, ოკუპანტებს ესმით, რომ “მათ ანადგურებენ”, ამიტომ ისინი ცდილობენ მაქსიმალურად დანაღმონ ყველა გზა, შენობა.