ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში, კადიევკაზე შეტევა მიიტანეს. ქალაქი 2014 წლიდან თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის კონტროლს ექვემდებარება.
გაიდაი ამტკიცებს, რომ უკრაინული ძალების სამიზნე სასტუმრო დონბასი იყო, სადაც 2014 წლიდან პრორუსული სამხედრო ფორმირებები არიან ბაზირებული.
“დროებით ოკუპირებულ კადიევკაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსების ბაზა გაანადგურეს, რომელიც მათ სასტუმრო დონბასში მოაწყვეს. ლიკვიდირებულია 200 სამხედრო რუსეთის საჰაერო–სადესანტო ძალებიდან“– დაწერა ტელეგრამ არხზე ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.