პარიზში, ლუვრის მუზეუმში გამოფენილ “მონა ლიზას“ მუზეუმის სტუმარმა ნამცხვარი ესროლა. ნახატი ვანდალიზმის მცდელობას დამცავმა შუშამ გადაარჩინა.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მამაკაცს, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ნამუშევარს ინვალიდის ეტლით მიუახლოვდა და ნამცხვარი ესროლა, თავზე პარიკი ეხურა. ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ მამაკაცი ფეხზე ჩვეულებრივად იდგა და ეტლი აღარ დასჭირვებია.
“სტუმარმა იცრუა, რომ ინვალიდი იყო, რათა ეტლი გამოეყენებინა და შუშით დაცულ ნამუშევარს მიახლოებოდა. ლურის მუზეუმმა მიმართა ჩვეულებრივ პროცედურებს უნარშეზღუდულ პირთათვის. როცესაც ნახატს მიუახლოვდა, ესროლა ნამცხვარი, რომელსაც ჩანთაში მალავდა და დამცავ შუშას მოარტყა. ნახატი არ დაზიანებულა“– ამბობს ლუვრის მუზეუმის თანამშრომელი.
მუზეუმის სპიკერის თქმით, ინვალიდის ეტლით მოსარგებლე სტუმრებს შეუძლიათ სხვებთან შედარებით, უფრო ახლოს მივიდნენ ექსპონატებთან, რათა მათი უკეთ დანახვა შეძლონ.
36 წლის მამაკაცი ინციდენტის შემდეგ დააკავეს და პოლიციის ფსიქიატრიუილ განყოფილებაში გადაიყვანეს. პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ნამოძიება კულტურული ობიექტის დაზიანების მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
ინციდენტის ერთ–ერთმა თვითმხილველმა ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს როგორ გაჰყავს დაცვას ეჭვმიტანილი. ის კი ამბობს: “იფიქრეთ დედამიწაზე, არსებობს ხალხი, რომელიც მას ანადგურებს!“
ამ ინციდენტის ერთ-ერთმა შემსწრემ გამოაქვეყნა ვიდეო ტვიტერზე, სადაც ეჭვმიტანელი დაცვას გაჰყავს, როდესაც იგი გაიძახის: „იფიქრეთ დედამიწაზე, არსებობს ხალხი რომელიც მას ანადგურებენ“.
Maybe this is just nuts to me?but an man dressed as an old lady jumps out of a wheel chair and attempted to smash the bullet proof glass of the Mona Lisa. Then proceeds to smear cake on the glass, and throws roses everywhere all before being tackled by security. ???? pic.twitter.com/OFXdx9eWcM
— Lukeee? (@lukeXC2002) May 29, 2022