ლუკაშენკომ ბელარუსის ჯარის უკრაინაში გაგზავნაზე უარი განაცხადა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსი სამხედროები არ მიიღებენ მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე “ოპერაციაში” და ასევე განმარტა, რომ მათ “აქ არაფერი აქვთ გასაკეთებელი”. ამის შესახებ, ინფორმაციას, Ria Novosti ავრცელებს.

“რაც შეეხება უკრაინას, თქვენ ყურადღებით ადევნებთ თვალს სიტუაციას. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო [ეს თქვენ უკეთ იცით, ვიდრე სხვა ადამიანებმა]: ჩვენ არ ვაპირებთ ჩაერთოთ ამ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი ატარებს უკრაინაში”, – თქვა მან სამშაბათს. მის სიტყვებს პრესსამსახური ციტირებს.

ლუკაშენკოს ასევე აცხადებს, : “დაფიქრდით, რა შეგვიძლია დავუმატოთ რუსეთს იქ?,  შეიძლება თუ არა რუსეთს იარაღის მხრივ რამე დავამუტოთ? არა, ჩვენ ყველაფერს რუსეთის ფედერაციიდან ვყიდულობთ. მათ აქვთ ყველაფერი და კიდევ უფრო  უკეთესი. ამიტომ, ჩვენ არაფერი გვაქვს. ჩვენ იქ არ ვართ დაპატიჟებული“, – განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.