ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო არასოდეს უფრთხილდებოდა თავის დაცვას. სავარაუდოდ, მას ესმის, რომ მას გაუჭირდება თავის დაცვა, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის მოკვლას გადაწყვეტს.
როგორც პოლიტოლოგი მიხაილ შეიტელმანმა UNIAN-თან ინტერვიუში განმარტა, ლუკაშენკოს თავდაცვა ახლა მხოლოდ ის არის რმო, რუსებს უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად გაუჭირდებათ ლუკაშენკოს ჩანაცვლება.
„რაც შეეხება უსაფრთხოების გაძლიერებას, შემიძლია ვთქვა, რომ ლუკაშენკო არასოდეს ზრუნავდა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ის არ არის პუტინი, არც ცბიერი ადამიანი. მაგალითად, პუტინი ხვდება ყალბ დედებს და ლუკაშენკო იმ დროს, როცა რევოლუცია იყო, მივიდა ქარხანაში, სადაც იყო მიტინგები, პროტესტი. მან დაიწყო მომიტინგეებან საუბარი, გინება. იქ ყველა შეძახილებით იყო ლუკაშენკო კი ლაპარაკისკენ მოუწოდებდა მათ. ბუნებით ის ასეთი ადამიანია. ის თავს პრეზიდენტად თვლის“, – აღნიშნა ექსპერტმა.
ექსპერტის თქმით, ლუკაშენკოს გარემოცვაში ყოველი მეორე FSB-ის აგენტია.
„ვფიქრობ, ლუკაშენკოს ესმის, რომ არცერთი მცველი არ გადაარჩენს მას, თუ პუტინს მისი მოკვლის სურვილი ექნება. მახსოვს, რამდენჯერმე ვნახე მინსკში ლუკაშენკოს ავტოკოლონა. მას აქვს ერთ-ერთი რეზიდენცია ცენტრში. მისი გადაადგილებისას, ავტოკოლონით არავინ კეტავს გზას 8 საათით. ასეთი არაფერი ხდება. არ არსებობს უსაფრთხოების ისეთი ზომები, ლოკაშენკოსთვის როგორიც არის რუსეთში, პუტინის შემთხვევაში. მათ ფიზიკურად არ აქვთ ასეთი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობა, თუ FSB გადაწყვეტს მის განადგურებას. მე ვფიქრობ, რომ ლუკაშენკოს გარემოცვაში ყოველი მეორე ადამიანი FSB-ის აგენტია. მისი დაცვა იმაში მდგომარეობს, რომ რუსებს უჭირთ მისი შეცვლა ახლა ომის დროს. 2020 წელს, მშვიდობიან პერიოდში, ისინი ცდილობდნენ და არ გამოუვიდათ, ”- ამბობს შეიტელმანი.