ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ თვითმფრინავში ბომბზე შეტყობინება შვეიცარიიდან მიიღეს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ამტკიცებს რომ თვითმფრინავში, რომელშიც ოპოზიციონერი ჟურნალისტი იმყოფებოდა, ბომბის არსებობაზე შეტყბოინება შვეიცარიიდან მიიღეს. ლუკაშენკომ მინსკში საერთაშორისო თვითმფრინავის დასმასა და ჟურნალისტის დაკავებაზე პირველად ისაუბრა.

“როგორ უნდა მოვქცეულიყავით, მით უმეტეს ჩვენი ობიექტების დანაღმვის კასკადის ფონზე? თქვენ ბელარუსში ცხოვრობთ და იცოდეთ: რომ ყოველდღიურად “ნაღმავენ” ხან სკოლებს, ხან უნივერსიტეტებს, ხან წარმოებებს. ყველა შემთხვევაში ჩვენ ადეკვატურად ვმოქმედებთ”,-  განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, 24 მაისს მინსკში დააკავეს ბელარუსის ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რამან პრატასევიჩი, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება არეულობების მოწყობაში ადანაშაულებს. პრატასევიჩი იმყოფებოდა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავში და ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა რა დროსაც დაუგეგმავად დაეშვა ქალაქ მინსკში. თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა, რომ თვითმფრინავში იყო ბომბი რის გამოც დაშვება მოუწია თუმცა მინსკში დაშვების შემდეგ თვითმფრინავში ბომბი არ აღმოჩნდა, მგზავრების შემოწმების შემდეგ კი, ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი დააკავეს. Telegram-ის ერთ-ერთი არხის ინფორმაციით, თვითმფრინავის მინსკშს დაჯდომის განკარგულება ალექსანდრე ლუკაშენკომ გასცა.