ალექსანდერ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის დახურავს ქარხნებს, სადაც მუშები მის მმართველობას აპროტესტებენ და გაფიცულები არიან.
“თუ ქარხანა არ მუშაობს, მაშინ მოდით, ორშაბათიდან მის კარიბჭეს ბოქლომი დავადოთ, მოდით, გავაჩეროთ… ხალხი დამშვიდდება და ჩვენ გადავწყვეტთ შემდეგ სამუშაოდ ვინ მოვიწვიოთ. თუ ვინმეს მუშაობა არ სურს, გუბერნატორებმა და აღმასრულებელი კომიტეტების თავმჯდომარეებმა არ უნდა აიძულონ,” – თქვა ლუკაშენკომ.
ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღდეგ არაერთმა ქარხანამ გამოხატა პროტესტი. მათი თანამშრომლები გაფიცებული არიან.
21 აგვისტოს ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვაში ქარხნების თანამშრომლებს გაფიცვის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
ბელარუსში 2 კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეები 9 აგვისტოს არჩევნების გაბათილებასა და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ ცნობს ევროკავშირიც. საპროტესტო აქციებზე ადამიანებს ძალადობით შლიან და აკავებენ.