“გასაგებია, რომ უკრაინულ მხარეს მოუწია “კონტრშეტევის” სამი დღის დამალვა, სადაც თითქმის ორასი ჯავშანტექნიკა განადგურდა და 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამიტომ – კახოვკა. კახოვკის შედეგად ამის [დანაკარგების] შესახებ არავინ საუბრობს.

თქვენ ხედავთ როგორი აკურატული, ფრთხილი პოზიცია დაიჭირა აშშ-მ, ეს აღნიშვნის ღირსია. მათ თავიდანვე თქვეს: “ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, ვინ ჩაიდინა ეს, უნდა გავარკვიოთ”. დაფიქრდით, რატომ მოხდა ასე?”.

ბელარუსის პრეზიდენტი , ალექსანდრ ლუკაშენკო კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში  უკრაინას ადანაშაულებს. ამის შესახებ ლუკაშენკომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნებთან შეხვედრაზე ისაუბრა.