ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 11 მარტს სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვევა. ის მოსკოვში მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
Belta პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ისინი განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, თანამშრომლობის განვითარებას, ეკონომიკურ ურთიერთობას მათი ქვეყნებისთვის დაწესებული სანქციების გამო.
პუტინი და ლუკაშენკო ისაუბრებენ რეგიონში და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზეც.