ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ეხმიანება სუს–ის მიერ ბელარუსის უსაფრთხოების კომიტეტთან დადებულ შეთანხმებას და მოუწოდებს, ის გააუქმოს.
“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ინფორმაციის გაცვლის შეთანხმება სუს-სა და ბელარუსის სამარცხვინო KGB-ს შორის. ლუკაშენკო 2020 წლის 9 აგვისტოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ ძალაუფლების უზურპაციას ახდენს. ბელარუსიიდან დევნილი პირები საქართველოში უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს”, – წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.
I urge the Georgian authorities to annul the information exchange agreement between the SSG & the Belarusian regime's infamous KGB. Lukashenka has been unsurping power since 09/08/2020 falsified election. Belarusian exiles who found safe haven in Georgia must be fully protected!
— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) August 16, 2021
სუსის განცხადებით, მათსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა და მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
მათივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მსგავსი ტიპის სამართალდაცვითი თანამშრომლობა გააჩნია არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან.