„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა ელდარ კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. შემდეგი სხდომა 17 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას.
ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.