ლუკა ძაძამიას საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. მისი უფლებამოსილების შეწყვეტაზე 21 ნოემბერს ისმჯელეს.
გუშინ, 20 ნოემბერს, TV პირველმა გაავრცელა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა.
“მივიღე გადაწყვეტილება საკრებულოს მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით. ჩემი სწრაფვა და მიზანი ყოველთვის იყო საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, ამ მიზნის მიღწევისთვსი და განხორციელებისთვის მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება. ამ პერიოდში ვიყავი არაერთი თავდასხმის ადრესატი, რომლის მთავარი ფუძემდებლები მათ შორის თქვენი მედია საშუალებებიც იყვნენ. საქმიანობას გავაგრძელებ ახალი სტატუსით ჩემი პირადი რესურსით ვუზრუნველვყოფ ხსენებული მიზნების მიღწევას, რაც გამოიხატება ჩვენი თანამოქალაქეების ზრუნვასა და უკეთესი მომავლის შექმნაში.დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, როცა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, საზოგადოება შესაბამის ინფორმაციას მიიღებს. მიუხედავად იმის, რომ ადრეულ ასაკში ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რასაც ბუნებრივია, შემდგომ რადიკალური ჯგუფებისგან მოყვა პიროვნულად ჩემზე და ჩემ ძვირფას ადამიანებს თავდასხმები და მათი დისკრედიტაციის მცდელობები, ჩემი შეხედულებები და პოზიცია არცერთ მხრივ არ შეცვლილა ვრჩები როგორც ჩემი გუნდის, ასევე სამშობლოს ერთგული და მაქსიმალურად, ჩემი პირადი რესურსით ვეცდები, რომ ამ ღირებულებების დაცვის და მათი კეთილდღეობისთვის, ყველა საჭირო ღონისძება განვახორციელო”. – უთხრა TV ძაძამიამ.












