ლურჯი მიკროავტობუსების შესყიდვის 29 მლნ ლარიანი ტენდერი შეწყდა

ლურჯი მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული, 29 მილიონ ლარიანი ტენდერი შეწყდა – კომისიის ოქმიდან ირკვევა, რომ მიზეზი კონკურენტული გარემოს შექმნა და შესასყიდი მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირება გახდა.

ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში კი აცხადებენ, რომ ტენდერი უკვე მეორედ, სწორედ კორუფციული გარიგებების შედეგად შეწყდა. მათი აზრით, თბილისის მერია ეძებს მისთვის სასურველ შემსყიდველ კომპანიას, რომელსაც გაამარჯვებინებს.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ შესაძლოა აქ საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვქონდეს, რადგან დედაქალაქს 21-ე საუკუნეში არ სჭირდება სამარშრუტო ტაქსები.