ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ფონზე, სუპერმარკეტების ქსელი “მაგნიტი” ცდილობს, მოსახლეობას გვერდით დაუდგეს და რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმაროს მომხმარებლებს ყოველდღიურად გრანდიოზულ ფასდაკლებას შესთავაზებს.
27 აპრილიდან, მაგნიტის ნებისმიერ მაღაზიაში მომხმარებლებს ყოველდღიურად საშუალება ექნებათ, ერთ ყველაზე მოთხოვნად კატეგორიაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. ფასდაკლება სხვადასხვა დღეს სხვადასხვა კატეგორიაზე შემდეგნაირად გავრცელდება: ორშაბათი – რძის პროდუქტები, სამშაბათი – ხორცპროდუქტები, ოთხშაბათი – გაყინული ნახევარფაბრიკატები, ხუთშაბათი – ყავა/ჩაი, პარასკევი – ქიმია-ჰიგიენის საშუალებები, შაბათი – ალკოჰოლური სასმელები, კვირა – უალკოჰოლო სასმელები.
ყოველდღიურად 20%-იანი დანაზოგი ამ რთულ ვითარებაში მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება.
“აღნიშნული აქცია არის ის ქმედება, რაც დღეს ბიზნესმა საზოგადოების მიმართ უნდა გამოიჩინოს. 20%-იანი ფასდაკლების აქცია არ არის პირველი ნაბიჯი, რაც კომპანიამ საზოგადოების მხარდასაჭერად გადადგა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტში ყველაზე მოთხოვნადი დაფასოებული პროდუქტები, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი და ფქვილი ფასნამატის გარეშე იყიდება. ვალუტის კურსი გავლენას ახდენს პროდუქციის ფასზე, თუმცა, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ჩვენს მომწოდებლებთან და ვცდილობთ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას, რათა ცვლილებები რაც შეიძლება უმტკივნეულოდ აისახოს მომხმარებელზე”, – აცხადებს მაგნიტის გენერალური დირექტორის მოადგილე ია ნადირაშვილი.