“მაინც ვერ მოვისვენე. საკითხის ბოლომდე ჩაძიება მჩვევია. მითუმეტეს როდესაც მედიცინას ეხება და აშკარა თვალთმაქცობა, ზერელობა და არაპროფესიული მიდგომა სახეზეა, თან შენს ნათქვამს ზოგიერთები ეჭვს ქვეშ აყენებენ.. ხოდა გადავწყვიტე მომეძიებია სამეცნიერო მონაცემები დოლბანდის პირბადეების შესახებ. სპეციფიური საკითხია, თან ეს პირბადეები ხომ ბევრგან ეთჯერადებმა შეცვალეს უკვე დიდიხანია, და თითქოს არავის აღარ უნდა აინტერესებდეს, მაგრამ საკმარის ლიტერატურას მაინც ადვილად მივაკვლიე გარკვეული დასკვნის გასაკეთებლად და ეს დასკვნა უარყოფითია.
მხოლოდ ერთ კვლევას დავესესხები, რომელიც ბევრი პარამეტრით უმნიშვნელოვანესია. ის გამოქვეყნდა 2015 წელს British Medical Journal ში. ვინც არ იცის, ეს არის ერთ -ერთი ყველაზე კითხვადი ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი (დაარსდა 1840 წელს, ციტირების ინდექსი 27.604, რაც ძალიან მაღალია). სტატიის პირველი ავტორი ავსტრალიელი C Raina MacIntyre ია, სიდნეის უნივერსიტეტის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ბოლო პერიოდში რამოდენიმე სტატიაც გამოუქვეყნებია კოვიდ-19 ის შესახებ.
კვლევა რანდომიზირებულია (შემთხვევითი შერჩევის მეთოდი- სერიოზული კვლევის სტანდარტი) რაც ასევე გადამწყვეტია. შედარებისათვის, კოვიდ 19 თან საბრძოლველად ჰიდროქსიქლოროკინის ეფექტურობის ბევრ სპეციალისტს არ სჯერა, ვინაიდან ჯერ ჯერობით არსებული კვლევები ამ პრეპარატის გამოყენებით არარანდომიზირებულია და დღეს რანდომიზაციის გარეშე, როდესაც ეს რანდომიზაცია შესაძლებელია და საჭიროა, რაიმე სერიოზულ შედეგებზე ლაპარაკი ძნელია.. ამ კვლევის მეთოდოლიგიას ვერ შეედავები. ის ჩატარებულია ავსტრალიელების მიერ ჰანოიში, ვიეტნამში. რაც ასევე მნიშვნელოვანი მომენტია ვინაიდან ვიეტნამში იმ პერიოდისთვის (2011 წელი) ჯერ კიდევ იყენებდნენ დოლბანდის პირბადეებს, მისი სწორი ტარების ჩვევები გააჩნდათ და ზოგადად პირბადეების ტარების კულტურა ვიეტნამში მაღალია..
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი : კვლევა ჩატარდა საავადმყოფოების პერსონალზე, ექიმებზე, ექთნებზე ვინც პოტენციურად საშიშ განყოფილებებში მუშაობდა (მიმღები, ინფექციური დაავადებები, ინტენსიური თერაპია, პედიატრია ). კვლევაში 15 საავადმყოფო იყო ჩართული, 74 განყოფილებითა და 1607 პირზე დაკვირვებით. მათ რანდომიზაციით მიაკუთვნებდნენ 3 ჯგუფს. პირველი ჯგუფის მონაწილეები სამუშაო დღის განმავლობაში ატარებდნენ ერთჯერად ქირურგიულ პირბადეებს, მეორე ჯგუფში დოლბანდის პირბადეს, მესამე საკონტროლო ჯგუფში დღის განმავლობაში ხან იკეთებდენენ ხან არა ერთ ან მეორე პირბადეს ( ეთიკის კომიტეტის მოთხოვნით საკონტროლო ჯგუფში პირბადეების საერთოდ არ ტარება არ იქნა ნებადართული). ერთჯერადი პირბადეების ჯგუფში 8 საათიანი სამუშაო დღისთვის ურიგებდენ 2 პირბადეს. მეორე ჯგუფში 5 პირბადეს 4 კვირისთვის. ეს პირბადეები მონაწილეებს თავად უნდა გაერეცხათ და დაემუშავებინათ..
500 მდე პირი აღმოჩნდა ყოველ ჯგუფში რაც შედეგების სტატისტიკური რწმუნებულობისთის გადამწყვეტია. კვლევა გაგრძელდა 4 კვირის განმავლობაში, შემდგომ კვირებში მონაწილეებზე დაკვირვებით. დაკვირვება გულისხმობდა სხვადასხვა რესპირატორული დაავადების კლინიკურ და ლაბორატორულ დადასტურებას რაც ძალიან მკაცრად, რამოდენიმე ანალიზით ტარდებოდა. შეგახსენებთ, რომ კვლევა განხორციელდა ყოველგვარი ინფექციური ეპიდემიის არ არსებობის ფონზე, ჯანმრთელ, ლაბორატორულად შემოწმებულ პირებზე.
და კვლევის შედეგები ცალსახაა. დოლბანდის პირბადეებიან ჯგუფში დაავადებულობა ყველაზე მაღალი აღმოჩნდა … რესპირატორული დაავადებების გამომწვები სხვადასხვა ვირუსები იყვნენ (ლაპარაკია ცნობილ ვირუსებზე, ძირითადად რინოვირუსებზე).
ავტორები ამ შედეგებს ხსნიან რამოდენიმე ფაქტორით. დოლბანდის პირბადეები უფრო ცუდად იცავს (ფილტრავს) ვირუსებისგან ვიდრე ერთჯერადი ქირურგიული. ეს თავისთავად კავშირშია დოლბანდის პირბადეების უარეს ხარისხთან ( დოლბანდის მაღალი გამტარობა, რამდენი შრეც არ უნდა იქნეს გამოყენებული) და რაც მთავარია დოლბანდის პირბადეები სუნთქვის დროს სველდება და სითხით იჟღინთება რაც მკვეთრად ამცირებს მის დამცველობით ფუნქციას.. და ხანგძლივი გამოყენება კიდევ უფრო აქვეითებს ამ როლს…
ამ სტატიის დასკვნაც ცალსახაა და უმნიშვნელოვანესი : სამედიცინო პერსონალმა დოლბანდის ნიღბები არ უნდა ატაროს!
ჩემგან კიდევ დავამატებ. ამ და სხვა სტატიების გაცნობის შემდეგ. ეს, და სხვა მსგავსი შედეგები ეყრდნობა ეპიდემიის არ არსებობის დროს ჩატარებულ კვლევებს. ვირუსული, მით უმეტეს SARS -Cov2 ინფექციის დროს სამედიცინო პერსონალის მიერ დოლბანდის პირბადეების ტარება მეცნიერულად სრულიად გაუმართლებელი, დაუშვებელი და უბრალოდ საშიშია!
ვიმეორებ, სწორად რომ იქნას გაგებული, სამედიცინო პერსონალს ეხება ეს დასკვნა, სამედიცინოს!
სხვამ, ჩვეულებრივმა მოქალაქემ, ატაროს, თუ სხვა არ აქვს. გარკვეულად შეიძლება დაიცვას საკუთარი თავი და სხვაც. მაგრამ სახელმწიფოს მიერ მსგავსი პირბადეების წარმოება არანაირად არ არის გამართლებული. უპირველეს ყოვლისა მეცნიერული თვალსაზრისით. თუ მის გამოყენებას ერთჯერადად აპირებენ, ყველა ვარიანტში უარესია ნამდვილად ერთჯერადზე და ის ფინანსები რაც ამის “შესაქმნელად“ გამოიყო სჯობს ერთჯერადის შესასყიდად დაიხარჯოს.
ვიცი, რომ ამ სტატუსზეც იქნება კრიტიკა. ხოდა, კრიტიკოსებს ვთხოვ, პირდაპირ BMJ ს მისწერონ.“– წერს რევაზ ბოჭორიშვილი.