“ყველას აქვს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ესა თუ ის გამოხატვის ფორმა, ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ეს არის როგორც ჩანს, მადლიერი ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის მანძილზე გამოირჩეოდა უსასტიკესი მეთოდებით. მეგის ქარდავაზე იყო კითხვა, ის სააკაშვილთან, უგულავასთან და სხვებთან ერთად განასახიერებს იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ამძიმებდა საზოგადოებაში ვითარებას. ნებისმიერი გამოხატვის ფორმა, რომელიც შეიცავს ასეთ ნიშნებს, ბუნებრივია, შეიცავს პოლარიზაციის ნიშნებს, მაგრამ მთავარი პოლარიზატორები თქვენ კარგად იცით ვინ არიან. ეს არის რადიკალური ოპოზიცია სამი კუთვნილი ტელევიზიით”
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “სისხლიან ბანერებზე”, რომლებიც თბილისში გუშინ გამოფინეს.