“პირველ რიგში, წინა ხელისუფლება ვერასოდეს ვერ დაბრუნდება, იმიტომ, რომ ჩვენ დაბრუნებისთვის არასოდეს არ გვიბრძოლია, ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. აქ წინა ხელისუფლებაზე და არც იმის წინა ხელისუფლებაზე არ არის საუბარი, ეს არის უნიკალური შემთხვევა, კოალიციური გაერთიანება, რომელმაც წყობიდან გამოიყვანა მთელი ქართული ოცნება.
თუ ბატონი ღარიბაშვილი დარწმუნებულია იმაში, რომ ოპიზიცია ვერ იმარჯვებს, რატომ დადის ქალაქიდან ქალაქში? რატომ ხარჯავს მის ძვირფას დროს? რატომ იღლება? მე მას მინდა, გულახდილად მადლობა გადავუხადო, როგორც კამპანიაში ჩართულმა ერთმა ადამიანმა, იმისათვის, რომ ძალიან გვეხმარება ჩვენ სწორი გადაწყვეტილებების მიღების მიგნებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, დღენიადაგ მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან.
მოსახლეობა როდესაც უსმენს ბატონ ღარიბაშვილს, კიდევ უფრო ნათლად კონტრასტულად ხედავს სხვაობას გაერთიანებულ ოპოზიციას, კოალიციურ გუნდსა და ბატონ ღარიბაშილს შორის. ძალიან დიდი სხვაობაა და მადლობა, ბატონო ირაკლი, ძალიან გვეხმარებით, უკეთესს ვერ ვინატრებდით, იმიტომ, რომ იმდენად დიდი ზიზღის, ბოღმისა და ბალღამის ფრქვევა მოდის თქვენგან, ეს ის არ არის, რაც თბილისელებს სჭირდებათ. თბილისელებს სჭირდებათ მომავალზე ორიენტირებული სტრატეგია და კონკრეტულად საქმეზე საუბარი. რაც უფრო მეტს ივლის და მეტ ბრიფინგს ჩაატარებს, მხოლოდ მადლიერები დავრჩებით”
მიმართა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.