“მადლობა” – საქართველოს საპატრიარქო უცნობის აქციის მონაწილეებს

საქართველოს საპატრიარქო უცნობის ანტიოპოზიციური აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის.

“მადლობა” – წერს Facebook-ზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და გია გაჩეჩილაძის აქციის ფოტოებს აქვეყნებს.

https://www.facebook.com/sazupatriarchate/posts/548216396568945

 

აქციის მონაწილეები მსვლელობით საპატრიარქოსთან მივიდნენ, რის შემდეგაც დედაენის ბაღში შეიკრიბებიან და “მარადისობის დღეს” დააფუძნებენ.

გია გაჩეჩილაძე ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ამბობს, რომ “პატრიარქს ებრძვიან”, ამიტომ მათ მაგივრად ბოდიშს უხდის.