“…კარგია, საქართველომ მსოფლიოს რომ დაანახვა, სად დგას! საქართველო არ იყო იმის ღირსი, ევროპას ასე დაემცირებინა! ჩვენ ღირსება უნდა გვქონდეს და მადლობა უნდა გვითხრან, რომ ვარსებობთ და ვართ კავკასიის გასაღები! ამას ევროპაში თუ ვერ ხვდებიან, მაშინ კარგად იყონ! იმიტომაც ენგრევათ თავზე ის თავიანთი ევროკავშირი! აგერ მე და აგერ თქვენ, ვნახავთ, რაც მოუვა…“, -ამბობს რეჟისორი ქეთი დოლიძე გაზეთ კვირის პალისტრასთან ინტერვიუში.
კითხვაზე, რუსეთ–უკრაინის გამო რუსული კულტურის მიმართ მთელ მსოფლიოში არსებულ ტენდენციაზე, უარი თქვან რუსულ კულტურაზე, რეჟისორი პასუხობს:
“ყველაფერი, რაც კი ხდება რუსული კულტურის წინააღმდეგ, ეგ არის მარაზმი! ფაშიზმი ზუსტად ასე იწყებოდა, სხვანაირად კი არა! რას ჰქვია დოსტოევსკი დავწვა, ტოლსტოი არ წავიკითხო?! გადახედეთ ერთი, რამდენად დიდი კოლონიზატორი იყო მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ბრიტანეთი! უამრავი ხელოვანი მეგობარი მყავს ბრიტანეთში და ისინი ამბობენ, ახლა ვასაქმებთ ინდოელებს და იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, ვისთანაც ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რასაც მათ ვჩაგრავდითო… ჩვენ კიდევ, თურმე, ყველაფერი უნდა მოვსპოთ, არ დავილაპარაკოთ და ამით ჰგონიათ, რომ უფრო გავმდიდრდებით?
ჰიტლერის გამო გოეთეზე, ბეთჰოვენზე უარი უნდა გვეთქვა? – იგივეა ახლაც, აბსოლუტური სისულელე! გადაგვარებისკენ მიჰყავთ ერი, უმეტესად – ახალგაზრდები! მაპატიეთ და, მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც შედარებით უფრო განათლებული იყო… დღეს არის უმთავრესად გაუნათლებელი თაობა და ეს არის უბედურება! ვის უნდა დაუწესონ სანქციები, როცა აგერ 20 კილომეტრში რუსის ჯარი გიდგას?! რაღა სანქციებზეა აქ საუბარი, შეიძლება ასეთი გაუნათლებლობა, აბსოლუტურად არაფერში ჩაუხედაობა?!
მაპატიეთ და, მე მასწავლიან ევროპას? რაც აზრში ჩავვარდი, სულ ევროპული ღირებულებებით ვცხოვრობთ მეც და ჩემი ოჯახიც! თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ქართული არ ვიცი. უპირველესად, ილია უნდა გვახსოვდეს – “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს!“… არავინ ჩვენს დასახმარებლად არ მოვა, როგორც 2008 წელს არ მოვიდნენ! ეს პარტიები რომ ჩხუბობენ, აქ ომი, მეორე ფრონტი იყოსო, რომელი ფრონტი უნდა გავხსნათ? კიდევ რომ ჩავხოცოთ ის ბიჭები, რომლის ჩახოცვაც 2008 წელს ვერ მოასწრეს? მეორე ფრონტის სურვილი არის პირდაპირი მტრობა საქართველოსი!
რაც შეეხება ხალხმრავალ აქციებს საქართველოში, ქეთი დოლიძე ამბობს:
“კარგია, საქართველომ მსოფლიოს რომ დაანახვა, სად დგას! საქართველო არ იყო იმის ღირსი, ევროპას ასე დაემცირებინა! ჩვენ ღირსება უნდა გვქონდეს და მადლობა უნდა გვითხრან, რომ ვარსებობთ და ვართ გასაღები კავკასიის! ამას ევროპაში თუ ვერ ხვდებიან, მაშინ კარგად იყონ! იმიტომაც ენგრევათ თავზე ის თავიანთი ევროკავშირი! აგერ მე და აგერ თქვენ, ვნახავთ, რაც მოუვა… ბრიტანეთი ხომ გავიდა და მალე სხვებიც გავლენ! არ შეიძლება სხვადასხვა ეროვნების, კულტურის ქვეყნები ხელოვნურად შეაკოწიწო! ამიტომაც იშლება და ვინ იყენებს ამ ყველაფერს? – რუსეთი! თქვენ რუსეთი ადვილად მოსარევი გგონიათ? ამერიკამ რომ გადაწყვიტა და ოკეანის მიღმა არიან თავისთვის წყნარად… ბაიდენი სარკეში რომ იყურება, ნეტავ, თავის თავს თუ სცნობს? ევროპამ და ამერიკამ უკრაინა გაწირეს, “გადააგდეს” და ახლა საქართველოშიც ომი, მეორე ფრონტი არ გამოვა, კა-გე-ბეს თანამშრომელს ქართველი ხალხი არასოდეს გაჰყვება!“–ამბობს ქეთი დოლიძე.
წყარო: კვირის პალიტრა