“მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის – რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.
ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი.
ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის.
გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!”
ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ ექსპრეზიდენტმა დოკუმენტებზე გრიფის მოსახსნელად მთავრობას უნდა მიმართოს, რადგან თავად მოკლებულნი არიან ამ შესაძლებლობას. ადმინისტრაციის ცნობით, მათ 2019-2021 წლებში რამდენჯერმე მიმართეს მთავრობის ადმინისტრაციას იმისათვის, რომ გადმოსცემოდათ საიდუმლო გრიფით განსაზღვრული აქტები, მაგრამ დღემდე აღნიშნული დოკუმენტები არ მიუღიათ.