“უმსგავსო პროვოკაციაა ანტირუსულად განწყობილი ქართული ძალების მხრიდან. პლუს არსებობს უკრაინული კვალიც და შესაძლოა სხვა ქვეყნებისაც. რა თქმა უნდა, ამ აქციას სპორტთან საერთო არაფერი აქვს.” – თქვა დუმის დეპუტატმა.
რუსმა დეპუტატმა ქართულ ძალოვან უწყებებს მადლობა გადაუხადა და დაამატა, რომ დემონსტრანტები უფრო მკაცრად უნდა დაესაჯათ.
“ვიცი, რომ ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა საკმაოდ მკაცრი პოზიცია დაიჭირეს აღკვეთასთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდი მათ ამისთვის, მაგრამ, ჩემი აზრით, შეეძლოთ უფრო მკაცრადაც მისდგომოდნენ სამართალდამრღვევებს. თუმცა ეს საქართველოს კანონებია და ჩვენ მათ განხილვას არ დავიწყებთ, მაგრამ შეჯიბრების ორგანიზატორი ქვეყანა იღებს პასუხისმგებლობას დელეგაციის როგორც სავიზო მხარდაჭერაზე, ისე უსაფრთხოებაზე.” – თქვა სვიშჩევმა.
რუსეთის დუმის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ დემონსტრაციით “რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უფლებები შელახეს”.
“თუნდაც ნეიტრალური სტატუსით ვმონაწილეობდეთ, ეს მათი დამცირების, ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის დამცირების საფუძველს არ უნდა იძლეოდეს… ვიმედოვნებ იქნება ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის რეაქცია, რადგან ისიც გარანტიის მომცემი გახლავთ. თუ ჩვენი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით დაუშვით, კეთილი ინებეთ და მათი უსაფრთხოება უზრუნველყავით.”
რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი სვიშჩევი საქართველოში ფარიკაობის შეჯიბრის დროს გამართულ დემონსტრაციებს გამოეხმაურა.