მადრიდის სამიტზე ნატო რუსეთს ოფიციალურად გამოაცხადებს საფრთხედ–სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით ივნისის ბოლოს, ალიანსის სამიტზე გამოცხადდება, რომ რუსეთი აღარ განიხილება ორგანიზაციის პარტნიორად.

“მსოფლიო უფრო საშიში გახდა. ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი, არამედ არის საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“– განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ Bild–თან ინტერვიუში.

ამავე ინტერვიუში სტოლტენბერგმა თქვა, რომ აუცილებელია შევეგუოთ და მოვემზადოთ იმისთვის, რომ რუსულ–უკრაინული ომი ხანგრძლივი შეიძლება აღმოჩნდას.

მისი თქმით, ვერ ხედავს  რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნის ნიშნებს.

“ამის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღით მუქარა საშიშია და უპასუხისმგებლო. პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და მისი წარმოება არასდროს არ შეიძლება. ჩვენი მკაფიო სიგნალია რუსეთისთვის: ნატო იცავს მის წევრ სახელმწიფოებს“– თქვა სტოლტენბერგმა.

ნატოს სამიტი მადრიდში 28–30 ივნისს გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს დაამტკიცებენ.