მაესტროს, 26 ყოფილი თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

მაესტროს ყოფილმა თანამშრომლებმა ტელეკომპანიას 5-წლიანი შრომითი დავა მოუგეს.უზენაესმა სასამართლომ საქალაქოსა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რის საფუძველზეც ტელეკომპანია მაესტროს 26 ყოფილი თანამშრომლის მიმართ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ, ინფორმაციას On.ge ყოფილ თანამრშრომელზე, თელარა გელანტიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ეს იყო კოლექტიური სარჩელი, რომელიც 27 ყოფილმა თანამშრომელმა შევიტანეთ. ჩავთვალეთ, რომ არასამართლიანი იყო ბრძანებები, რომლის საფუძველზეც სამსახურიდან დაგვითხოვეს. მოგვიანებით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა სარჩელი გაიტანა, შესაბამისად, კომპენსაციის გადახდა მაესტროს 26 ყოფილი თანამშრომლის მიმართ დაეკისრა”, – განაცხადა თელარა გელანტიამ On.ge-სთან საუბრისას.

გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 3 თებერვლას მიიღო. თელარა გელანტია გვეუბნება, რომ კომპენსაციის სახით მაესტროს მენეჯმენტს ყოფილი თანამშრომლების მიმართ ერთი წლის სრული ხელფასის, სახელფასო დავალიანების და ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, რომელიც 2016 წლიდან იანგარიშება და თითოეულ დღეზე ყოფილი თანამშრომლების ერთი თვის ხელფასის 0,07%-ს შეადგენს