მათე დევიძე იქნება ღირსების სიმბოლო, ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ – სალომე ზურაბიშვილი

”მათე დევიძე, იქნება მუდამ ღირსების სიმბოლო და ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მონები არიან, ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ” – განაცხადა  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მათე დევიძის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

”ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს აყენებენ, მაგრამ რეალურად დღეს არის შეურაცხყოფა თითოეული ადამიანის, რომელიც აქ დგას, რომელიც აქ არ დგას. საზოგადოების თითოეული წევრის, რომელიც დუმს, იმიტომ რომ ქვეყანა, სადაც არ არსებობს სასამართლო, ის ქვეყანა აღარ არის, ის სახელმწიფო აღარ არის და ყველა გადაიხდის ამის ფასს ხვალ, ზეგ. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, ის მოსამართლე, პროკურორი, რომელიც სხედან ამ დარბაზში, არ ვიცი, რას ფიქრობენ, როგორი მომავალი ექნებათ მათ. მე ვიცი, რა მომავალი ექნება მათე დევიძეს, ის დღეს შედგა, როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენს ისტორიაში და ჩვენ მას არ დავივიწყებთ და ის იქნება მუდამ ღირსების სიმბოლო და ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მონები არიან, ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ”. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მელიქიშვილის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 21 წლის სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.