ქართული ოცნების დეპუტატი, რომელმაც თქვა, რომ “არც ჟურნალისტებისგან აკლიათ სიძულვილის ენა”, დამატებით განმარტებას ავრცელებს.
მისი თქმით, ის სიძულვილის ენას გმობს, რაც არ შეიძლება იყოს ძალადობის წახალისება. ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ ის ქართულ ტელესივრცეს მინიმალურად ადევნებს თვალს.
“მათთვის ვინც ვერ გაიგო: ჟურნალისტზე თავდასხმა არის გაუმართლებელი და უნდა დაისაჯოს ყველა ვინც ეს ჩაიდინა! ვისურვებდი, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედებები არ ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში!
სიძულვილის ენა არის ასევე მიუღებელი ჩემთვის, საიდანაც არ უნდა ისმოდეს ის, მათ შორის ტელევიზიიდან!
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ქართულ ტელესივრცეს ძალიან ბევრი წელია მინიმალურად ვადევნებ თვალს და ყურს. ინფორმაციის მიღების სხვა საშუალებებს ვირჩევ. იმედია, ამის უფლება ჯერ კიდევ მაქვს!
განსხვავებულ აზრს და კრიტიკას პატივს ვცემ და არ მაშინებს! არც განსხვავებული აზრის მქონე მეგობრებთან ვწყვეტ ურთიერთობას! კრიტიკა და სიძულვილის ენა სხვა და სხვა რამ არის. სიძულვილის ენის დაგმობა არ შეიძლება იყოს ძალადობის წახალისება-ლოგიკაში არ ჯდება!”,– წერს ბოჭორიშვილი Facebook–ზე.