მათიკაშვილი ენმ-ზე: თუ ბელადის დირექტივებით არ იხელმძღვანელებს, მოლაპარაკება შესაძლებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, თუ ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის “დირექტივებით არ იხელმძღვანელებს”, მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება.

„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კიევიდან მათი ბელადის დირექტივებით არ იხელმძღვანელებს და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს, ცხადია მოლაპარაკება მათთანაც შესაძლებელია, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა იმედთან საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოში შუამავლობისთვის მეგობარი ქვეყნების 6 საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა და მოლაპარაკების პროცესი განახლდება.